LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში ყინულის სასახლე აშენდება

119

ბაკურინში ყინულის სასახლის აშენება და ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა განუცხადა.

ონოფრიშვილმა ბაკურიანში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა.

”დაახლოებით ერთ თვეში, ბაკურიანში, ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ყველაზე მსხვილი პროექტია, რაც კი გაკეთებულა ბაკურიანში. ეს არის დაახლოებით 11-კილომეტრიანი მოასფალტებული გზა და პარკი, სარეკრეაციო ზონა, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას და პატარას ექნება სპორტით დაკავებისა და გართობის შესაძლებლობა. ამასთან, გვინდა ყინულის სასახლისა და ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის მოწყობაც. ორი წელია ვიზიტორების თვალსაზრისით ბაკურიანში რეკორდი ფიქსირდება. არ მგონია, რომ ამ რეკორდის მოხსნა გაგვიჭირდეს”, – აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა.

როგორც სანდრო ონოფრიშვილმა განმარტა, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი და ამ მიმართულებით კურორტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები