LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკების სამუშაო განრიგი დასვენების დღეებში უკვე ცნობილია

572

”საქართველოს ბანკმა” და ”ექსპრეს ბანკმა” ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ განაცხადეს. 2017 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და ”ექსპრეს ბანკის” ყველა სერვისცენტრი. სამშაბათს, 3 იანვარს ”საქართველოს ბანკისა” და ”ექსპრეს ბანკის” სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.

”მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს ”საქართველოს ბანკის” სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ”ექსპრეს ბანკის” სერვისცენტრები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ”საქართველოს ბანკის” და ”ექსპრეს ბანკის” ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები