LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამა პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

51

ბარაკ ობამა პოლიტიკაში ბრუნდება – ამის შესახებ ამერიკული გამოცემები, შტატების 44-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ.

“დაბრუნება არ იქნება ხმაურიანი. ამას დელიკატურად გააკეთებს. დემოკრატების პოზიციების აღდგენაზე და გამყარებაზე იმუშავებს, პირველ ეტაპზე – პარტიისთვის თანხების მოძიებაზე”

გამოცემის ცნობით, ობამას სამომავლო გეგმებში, დემოკრატიული პარტიის პოზიციების აღდგენა და გამყარება შედის. პირველ ეტაპზე, ობამას თანაშემწეები სტრატეგიას ჩამოაყალიბებენ და თანხების მოძიებაზე იმუშავებენ, რაც თეთრი სახლის ყოფილ ხელმძღვანელს დაეხმარება,  უფრო მნიშვნელოვანი  როლი  ითამაშოს შიდაპარტიულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით, შემოწირულობების შეგროვების საქმეში.

ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, შტატების პირველ შავკანიან პრეზიდენტს 63 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები