LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ქობულეთის გზაზე 3-კილომეტრიანი საცობია

31

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დაახლოებით 3-კილომეტრიანი საცობია. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა.

ამ ეტაპზე სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება აკრძალულია ასევე ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით. სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.

მდინარე კინტრიშის მეორე სანაპიროს მიმდებარე უბანი სრულად დატბორილია, მოსახლეობა ამ წუთებში დატბორილი სახლებიდან გამოსვლას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები