LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი 2-8 სექტემბერს გაიმართება

88

2-8 სექტემბრის ჩათვლით, ელისო ბოლქვაძის ფონდის ორგანიზებით, წელს უკვე მეხუთედ ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება. მუსიკალურ ფესტივალს ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები და მომავლის ვარსკვლავები.

Batumi Music Fest-ის პირველი სტუმარი 2 სექტემბერს ჩელოისტი ალექს ჩაუშიანი იქნება, რომელიც ელისო ბოლქვაძესა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე, დირიჟორი -დავით მუქერია.

3 სექტემბერს ლისტის კამერული ორკესტრი გრიგის, დვორჟაკისა და ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს, 4 სექტემბერს ნატანიელ გუინი წარდგება ორკესტრთან ერთად, პროგრამაშია ბერლიოზის „უნგრული მარში“, ზუპე – უვერტიურა, „გლეხი და პოეტი“ და სხვა. 5 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში გოგი დოლიძეს გაიხსენებენ და „ქართული ხმების“ კონცერტი ჩატარდება. 6 სექტემბერს პიორტე დე მარიას საფორტეპიანო საღამო და ქართველ მსახიობთან, მურმან ჯინორიასთან შეხვედრა გაიმართება. 7 სექტემბერი მომავლის ვარსკვლავებს დაეთმობა – ორკესტრის თანხლებით სცენაზე გამოვლენ პიანისტები, ანა ყიფიანი, ალექსანდრა მასალევა, დავით ალადაშვილი.

ფესტივალს 8 სექტემბერს მისი დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ელისო ბოლქვაძე დახურავს.

ყველა კონცერტი ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, დასაწყისი: 19:00 სააათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები