LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კულტურაზე მკითხეთ“ – ელისო ბოლქვაძე რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარებაზე

71
ელისო ბოლქვაძე

„არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო?“ – ტელეკომპანია „ფორმულას“ აღნიშნულ კითხვაზე „ ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პასუხს არ აფიქსირებს. მისი განმარტებით, ის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა და „კულტურაზე უნდა ჰკითხონ“.

„მე ასეთ შეკითხვას…დერეფანში გინდათ რომ დამისვათ? ნახვამდის, გასაგებია?! მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და კულტურაზე მკითხეთ, კი ბატონო. თქვენ პროვოკაციებს მე არ წამოვეგები. მობრძანდით კაბინეტში და მაშინ შეიძლება განვიხილოთ. წინასწარ შემითანხმდით. თქვენი კითხვა შეინახეთ თქვენთვის“, – აცხადებს ბოლქვაძე.

ცნობისათვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას ითვალისწინებს.

კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას – უფლება არ მაქვს საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო

ღუდუშაური: ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება

ლევან იოსელიანის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციაზე მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა”

“დიახ, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ამას ამბობს მთელი ცივილიზებული სამყარო და ეს უნდა ვთქვათ ქართველმა ხალხმაც” – თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

როდესაც მთელი მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, “ოცნების” მხრიდან დუმილი დანაშაულია – „სტრატეგია აღმაშენებელი“

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები