LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აფეთქებს მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა

36

ბათუმში თხევადი გაზის სადგურის აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქებამ ერთი სახლი მთლიანად დაანგრია, ორი კი მნიშვნელოვნად დააზიანა.  მსხვერპლი არ არის, თუმცა 3 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ გაზგასამართი სადგური უკანონოდ იყო აშენებული და ისინი სადგურის დემონტაჟს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან გაზის გაჟონვის ფაქტები ადრეც არაერთხელ დაფიქსირდა.  თუმცა, ამ მოთხოვნის მიუხედავად,  გაზგასამართი სადგურის დემონტაჟი არ მომხდარა, რის გამოც ადგილობრივები ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები