LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, მე-9 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

48

ბათუმში, მე-9 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან შევიდა.

„მოქალაქის მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, რაც კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს”,- აცხადებენ შსს-ში.

შეგახსნებთ, რომ ბათუმში მე-9 უბანთან ინციდენტი მოხდა.ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, “ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნის გარეთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” განმარტავს, რომ ავტომობილებში მობილიზებული აქტივისტები ფულით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე ადგილზე იმყოფებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ხმის მისაცემად მისულ ადამიანებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები