LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

86

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ამჟამად ისინი ბათუმის მერიასთან არიან შეკრებილი. მძღოლები იმ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც საკრებულომ დღეს უნდა დაამტკიცოს.

„გვიპირებენ შემცირებას, მარშრუტების შეცვლას, სალარო აპარატების დაყენებას მანქანებში, ფაქტობრივად გვეუბნებიან წადითო, ამას ემატება საწვავის გაძვირებაც, როგორ ვიმუშაოთ?“ – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ყველა მძღოლი შეუერთდება და პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ახალი რეგულაციების შესახებ ბათუმის საკრებულოში სხდომა დღეს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები