LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში „ოცნების“ ლურჯი დროშების ნაცვლად თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება: მიხეილ სააკაშვილი

208
BeFunky-collage (19)

საქართველოს მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ციხიდან წერილით მიმართა:

„ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემ მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14 ოქტომბერს. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც კი ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ.

ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს ნიშნავს, რომ ბათუმში „ოცნების“ ლურჯი დროშების ნაცვლად თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის ისტორიაში. მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი. ხოლო გამარჯვების მერე გელით რუსთავში. მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღოთ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე! არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით, ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმში. გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები