LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქსოვილების მაღაზიის ნაწილი დაიწვა

44

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ქსოვილების მაღაზიის ნაწილი – 13 კვ. მეტრის ფართობის ოთახი დაიწვა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზიც უცნობია. სახანძრის გამო დროებით შეფერხებული იყო გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა.