LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ უფალთან“ – მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

264
ტრაგედია სვანეთში (1)

სვანეთში, მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს.

მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დღეს დილით აღმოაჩინეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც.

მადლობა უფალს რომ შენი ცხედარი დაგვიბრუნდა ჩემო ცისთვალა 😭😭😭🕊️🙏🏻 ახლა ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ უფალთან 😭😭😭😭😭

Posted by მონიკა პირველი on ორშაბათი, 06 მაისი, 2024

გოგონას ცხედარს კი, 2 დღის წინ, მდინარეში მიაგნეს.

შეგახსენებთ, სამივე მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.

პოპულარულები