LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სტადიონი იქნება

92

ბათუმში სტადიონის მშენებლობას არა და არ დაადგა საშველი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი პროექტი და კომპანია, თუმცა საქმე მაინც არ დაძრულა. ახლა კიდევ ერთი პროექტია და იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ დიდ და ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქში სტადიონი იქნება.

პროექტის თანახმად, ბათუმის სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. მოედნის მშენებლობა ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე 8 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

„ბათუმის საერთაშირისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებთან და სტადიონის პროექტის ავტორთან გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ მთლიანად პროექტი. პროექტი ამ ეტაპზე სწორედ ექსპერტიზას გადის და უახლოეს პერიოდში გვექნება დასკვნა, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო ტენდერის გამოცხადების პროცედურები დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმს ექნება ძალიან კარგი უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების საერთაშორისო წმინდა საფეხბურთო სტადიონი და სპორტსმენების, სპორტის გულშემატკივრების და ზოგადად ჩვენი თანაქალაქელების სურვილი აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები