LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისთვის მზისგან დამცავი სათვალე აუცილებელია

848

ბავშვები 10 წლამდე განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ულტრაისფერ გამოსხივებას, რადგან ის საფრთხეს უქმნის კანსა და თვალებს. როგორც ჰიუსტონის უნივერსიტეტის დერმატოლოგი, პროფესორი ადელაიდა ჰერბერტი ამბობს, ულტრაიისფერი სხივების მოქმედება შესაძლოა მომავალში ოფთალმოლოგიური პრობლემების მიზეზი გახდეს. მეტიც, ელექტრომაგნიტური გამოსხივება 90% შემთხვევებში კანის სიმსივნეების განვითარების მიზეზი ხდება. საბედნიეროდ კარგი ხარისხის მზის სათვალეს ნამდვილად შეუძლია დაიცვას როგორც ბავშვის სახის კანი თვალების გარშემო, ასევე თავად თვალებიც. აუცილებელია, რომ 6 თვის ასაკიდან ბავშვებმა ატარონ მზისგან დამცავი სათვალე, რომელსაც მაათვის სპეციალურად ექიმი შეარჩევს. აი რამდენიმე რეკომენდაცია ბავშვებისთვის სათვალის შესარჩევად.

იპოვეთ ისეთი სათვალე, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ყველა სპექტრს 99–100%-ით ბლოკავს. შეძენისას აუცილებლად დააკვირდით მითითებულია თუ არა, რამდენი პროცენტით იცავს სათვალე მზის სხივებისგან. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ დიდი ლინზების მქონე სათვალეებზე, რადგან რაც დიდია სათვალის ზომა, მით მეტად იფარება ბავშვის სახის კანი.

უმჯობესია, თუ აარჩევთ ისეთ ლინზას, რომელიც უფრო მდგრადი იქნება და მაქსიმალურად მოერგება ბავშვის ცხოვრების აქტიურ სტილს. სათვალე არ უნდა უშლიდეს პატარას ხელს თამაშსა და აქტიურ მოძრაობაში. ამდენად ვარდნის დროს ის მარტივად არ უნდა დაიმსხვრეს. პლასტიკური ლინზები ბევრად მოსახერხებელია.

მიეცით პატარებს საშუალება თავად შეარჩიონ მოდელი. რაც მეტად ჩართავთ ბავშვს არჩევანის გაკეთების პროცესში, მით მეტი სიხარულით მოირგებს ის სათვალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან საერთოდ უარი თქვას სათვლეების ტარებაზე.

მნიშვნელოვანია იფიქროთ დაცვის დამატებით საშუალებებზე. მართალია სათვალე იცავს პატარას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა ის მაინც სრულად ვერ ფარავს სახეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბავშვი 10-დან 16 საათამდე არ იმყოფებოდეს მზეზე და ნებისმიერ შემთხვევაში თავზე ეხუროს ქუდი, რომელიც მას დამატებით დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები