LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვისთვის ნადრევად წერა-კითხვის სწავლა სახიფათოა

135

ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვმა წერა-კითხვა ადრეული ასაკიდან უნდა ისწავლოს. ფსიქოლოგების აზრით, შესაძლოა ნაადრევი სწავლების მეთოდმა უარყოფითი შედეგები გამოიღოს  და პრობლემები შეუქმნას ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებას. მოდით ვნახოთ მიზეზები, რის გამოც სპეციალისტები ნაადრევი სწავლებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ:

  •  2-3 წლის ასაკში ბავშვებისთვის წერისა და კითხვის სწავლას ჯობს მათ ზღაპრები წაუკითხოთ, გაახმოვანოთ პერსონაჟები ინტონაციებით და აქცენტი ფერად წიგნებზე გააკეთოთ.
  • ეს არის ზედმეტი ინფორმაცია, რომლის გადახარშვასაც ადამიანის ტვინი ვერ ახერხებს. ბავშვს 2, 3 ან თუნდაც 4 წლის ასაკში აქვს შესაძლებლობების ფართო სპექტრი. მას აქვს უნარი შეიცნოს სამყარო განსხვავებულად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან კითხვა უნდა შეძლოს. ესაა არის ფანტასტიკური ასაკი, რათა გაამრავალფეროვნოთ თქვენი შვილების ლექსიკონი, ატაროთ ის გასართობ ღონისძიებებზე, ხელი შეუწყოთ ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
  • ბავშვის ტვინი ჯერ არაა მზად დიდი ოდენობით ინფორმაციის მისაღებად. ფსიქოლოგთა აზრით, წერა-კითხვისთვის პატარა მზადაა 6 წლის ასაკში. ცნობილია, რომ მათემატიკის ნაადრევად სწავლა მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ამან შესაძლოა ბავშვებში ენაბორძიკობის სინდრომიც კი განავითაროს.
  •  წერა-კითხვის ნაადრევი სწავლება ასევე ხელს უშლის მეტყეველების განვითარებას.
  • წერა-კითხვის სწავლებამ ადრეულ ასაკში შესაძლოა ხელი შეუაშალოს ბავშვის უნარების განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ეს არის ძირითადად მუსიკალური, შემოქმედებითი, ემოციური სფეროები. ამას კი შესაძლოა მოჰყვეს სენსორული და მოტორული ფუნქციების მოშლა, გამოიწვიოს აგრესიულობა და ქცევითი დარღვევები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები