LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 წლამდე ასაკის ბავშვთან გაჯეტის მაქსიმალურად აკრძალვა აუცილებელია“ – ნინო გულიაშვილი

221
ნინო-გულიაშვილი

უშლის თუ არა ბავშვის განვითარებას ხელს გაჯეტები, ამ კითხვას „ფორტუნაში“ სტუმრობისას  ოკუპაციური თერაპევტმა, ადრეული და სკოლამდელი განათლების  სპეციალისტმა ნინო გულიაშვილმა უპასუხა.

„21-ე საუკუნეში გაჯეტებთან ურთიერთობის კონტროლი საკმაოდ რთულია. თუმცა 3 წლამდე ასაკის ბავშვთან გაჯეტის მაქსიმალურად აკრძალვა აუცილებელია, სამწუხაროდ გავრცელებული ფაქტია  გაჯეტის ან ტელევიზორი გამოყენება კვების დროს. აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მოდელს, ნიმუშს ვაძლევთ ბავშვს, უფროსები რა სიხშირით მოვიხმართ სხვადასხვა მოწყობილობას. გამოვრთოთ ტელევიზორი ან კომპიუტერი თუ არ ვუყურებთ, რადგან ფონური ხმები ხელს უშლის მეტყველების აღქმასა და კონცენტრირებაში და აღაგზნებს ფსიქიკას.  უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბუნებრივ კომუნიკაციას და ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია“ – განაცხადა ნინო გულიაშვილმა.

როდის სჭირდება ბავშვს ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის დახმარება – ნინო გულიაშვილი ადრეული ინტერვენციის პროგრამაზე

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბაღს, რომ მშობელთან განშორება სტრესული არ იყოს? – ნინო გულიაშვილის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები