LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბაღს, რომ მშობელთან განშორება სტრესული არ იყოს? – ნინო გულიაშვილის რეკომენდაციები

458
ნინო-გულიაშვილი

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი საბავშვო ბაღს და რა როლი აქვს სკოლამდელ დაწესებულებას ბავშვის სოციალური უნარების ფორმირებაში, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, მშობელმა და ზოგადად ოჯახმა, რომ ბაღში მისვლა, სტრესული არ აღმოჩნდეს – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ოკუპაციური თერაპევტმა, ადრეული და სკოლამდელი განათლების  სპეციალისტმა ნინო გულიაშვილმა უპასუხა.

აქ  აქცენტი ასევე კეთდება სპეციალური საჭიროების ბავშვებზე:

„ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია სახლიდან ბაღში ტრანზიციის ხელშეწყობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია. ტრანზიციის დაგეგმვა მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა დაიწყოს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა სპეციალურ საჭიროებებზე ვსაუბრობთ. მომზადებაში  იგულისხმება როგორც ბავშვის, ისე ბაღის და ოჯახის მომზადება. ოჯახის მხარდაჭერა  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან როდესაც საქმე გარემოს ცვლილებას ეხება,  ხშირად მშობლები უფრო ღელავენ და ეს ღელვა და შფოთი შემდეგ ბავშვებსაც გადაედებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი, ბაღის შერჩევა, ბაღის პერსონალთან გასაუბრება, ბავშვის ინტერესებზე და საჭიროებებზე საუბარი, ვიზიტის დაგეგმვა, ბავშვის გაცნობა და ა.შ. ცალკე პროცესია ბავშვის ბაღისთვის მომზადება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს პოზიტიური წარმოდგენა შევუქმნათ ბაღზე, გამომშვიდობების რიტუალის შემუშავება, რადგან ბავშვებს ყველაზე მეტად მშობელთან განშორება უჭირთ, გახსოვდეთ, გაპარვა გამოსავალი არ არის, ბაღზე მოთხრობების ან პატარა ზღაპრების წაკითხვა, ასევე კარგია თუ მშობელი ბავშვთან ერთად იყიდის ბაღისთვის საჭირო ნივთებს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ბაღის დაწყებამდე გაიცნოს პერსონალი, ნახოს გარემო, შეექმნას გარკვეული წარმოდგენა როგორც ფიზიკურ გარემოზე ასევე იქ მყოფ ადამიანებზე. ბაღიც თავის მხრივ უნდა მოემზადოს, რადგან არც ბაღისთვის არაა მარტივი უმტკივნეულო ადაპტაციისთვის ხელშეწყობა და არანაკლებ სტრესულია ეს პერიოდი მათთვის, ამიტომ რაც ზემოთ აღვნიშნე ოჯახის, ბავშვის და ბაღის მომზადება ცალ-ცალკე არ განიხილება.   ხშირად ტრანზიციის პროცესი სათანადოდ არ არის დაგეგმილი,  ამით კი ყველაზე მეტად ბავშვი ზიანდება, ამიტომ ამ სამივე რგოლის სათანადოდ მომზადება და მათი მხარდაჭერა ადრეული ინტერვენციის სპეციალისტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შემდეგ კი როგორც ჯგუფში ჩართულობის ხელშეწყობა ასევე რეკომენდაციების მიცემა იგულისხმება.

როდის სჭირდება ბავშვს ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის დახმარება – ნინო გულიაშვილი ადრეული ინტერვენციის პროგრამაზე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე, აქ იგულისხმება რა თქმა უნდა ინკლუზიური განათლებაც, რადგან გათვალისწინებულია ყველა ბავშვის შესაძლებლობები, საჭიროებები და ინტერესები.  თქმა უნდა, იმას რაც ჩამოთვალეთ, უნდა დაეხმაროს და არა მხოლოდ სოციალური უნარების განვითარებას, ბაღი ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მრავალხრივ, ჰოლისტურ განვითარებას.  შესაბამისად ბაღის პერიოდი და ბავშვის თამაშით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური უნარების, კომუნიკაციის, კოგნიტური უნარების, დამოუკიდებლობის და ა.შ. კუთხით. თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პერსონალის და აღმზრდელის მონდომება საკმარისი არ არის, საჭიროა შესაბამისი როგორც ფიზიკური გარემოს და რესურსის ქონა ასევე, ადამიანური რესურსი, რაშიც როგორც აღმზრდელ-პედაგოგის ასევე ბაღის სპეციალისტების კომპეტენციები იგულისხმება, ძალიან დიდი გამოწვევაა გადატვირთული ჯგუფები, სამწუხაროდ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ აღმზრდელებს მუშაობა…“ – განაცხადა სპეციალისტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები