ბეკო საქართველოში შემოსვლის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

432

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი “ბეკო”-2017 წელს საქართველოში შემოსვლის 20 წელის იუბილეს აღნიშნავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 20 სექტემბერს 19:00 საათზე, ”თბილისი ივენთჰოლში” გაიმართება ”ბეკოს” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

”სწორედ 20 სექტემბერს 20:00 საათზე გამოვლინდება საიუბილეო გათამაშების პირველი გამარჯვებული, რომელიც გახდება 2017 წლის ”ტოიოტა კოროლას” მფლობელი. საღამოზე მოწვეულია 500 სტუმარი მათ შორის არიან საჯარო პირები, სხვადასხვა სექტორის ბიზნეს წარმომადგენლები და მედია წარმომადგენლები. სტუმრებს ელოდებათ ინფორმაციით აღჭურვილი და ამავ დროს საზეიმო პროგრამა”, – აცხადებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიაში.

მათივე ცნობით, „ბეკო“ 20 სექტემბერს არ შემოიფარგლება მხოლოდ საიუბილეო გათამაშებით და გალა კონცერტით, 13:00-დან-19:00-მდე ”თბილისი ივენთჰოლის” წინ გაიმართება კომპანია ”ბეკოს” და პარტნიორი კომპანიების საიუბილეო ბაზრობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა, ბეკოს ინოვაციური ტექნიკის დათვალიერება და ბარსელონას მაკეტ სტადიონზე ფეხბურთის თამაში.

ცნობისთვის, 1997 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ერთი მაღაზიით შემოსული ბრენდი, დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 61 მაღაზიას აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები