LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილისა და ანა ხერხეულიძის სიყვარულის ამბავი ფოტოებით

900

ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ის „გრემის“ მფლობელ მუსიკოს სტენლი კლარკის ჯგუფის შემადგენლობაში უკრავს და ძალიან ხშირად აქვს გასტროლი სხვადასხვა მნიშვნელოვან მუსიკალურ ღონისძიებაზე ამა თუ იმ ქვეყანაში.

ბექას უკვე ორი წელია, შეყვარებული ჰყავს, ანა ხერხეულიძე. როგორც „ფორტუნასთან“ მასზე საუბრისას აღნიშნა:

„ჩემი შეყვარებული ქართველია, თუმცა ამსტერდამში ცხოვრობს. ხშირად მაქვს ტურები ევროპაში, ამიტომ ურთიერთობაც კარგად გამოგვდის. საქართველოშიც ვიყავით ჩამოსული და საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ერთად. სიყვარულის გარეშე მუსიკოსი ვერ იქნება მუსიკოსი, რადგან სწორედ ესაა მთავარი. ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედებაც ხომ სწორედ იმას ეძღვნება, რამაც მისი გონების „ოკუპაცია“ მოახდინა. რა თქმა უნდა, ურთიერთობამ არ უნდა გამოიწვიოს შემოქმედებითი უკუსვლა, თუმცა, ჩემგან ეს ყველაფერი ძალიან  შორსაა, რადგან მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ურთიერთობებში“.

გთავაზობთ ლამაზი წყვილის ფოტოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები