LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში, სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

26

ბერლინში მდებარე სავაჭრო ცენტრ პრენცლაუერ-ბერგში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მეტროს მატარებლებისა და ტრამვაის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალა, ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“ წერს.

Tagesspiegel-ის ინფორმაციით, პოლიციელების ყურადღება საეჭვო საგანმა მიიპყრო, უცნობმა ადამიანმა სავაჭრო ცენტრში ჩანთა დატოვა. ადგილს პოლიცელებმა ალყა შემოარტყეს.

გერმანიაში კვლავ ეძებენ 23 წლის ტუნისელ ანის ამრის, რომელიც 19 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ის სატვირთო მანქანით ხალხის ნაკადში შეიჭრა, მოკლა 12 ადამიანი, სხეულის დაზიანება მომხდარის შედეგად 50-მდე ადამიანმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები