LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა ფერწერული ტილოების გაყიდვა დაიწყო

485

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც „ფორბსის” მონაცემებით, დაახლოებით 4.8 მლრდ დოლარია, თანდათან მისი ფერწერული ტილოების კოლექციის გაყიდვა დაიწყო.

ფორბსის ინფორმაციით, კრისტის აუქციონზე 2016 წელს ივანიშვილის კოლექციიდან 4 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მან 3 შედევრი აუქციონზე 111 მლნ დოლარად გაყიდა.

კრისტის აუქციონზე 2016 წლის ნოემბერში ბიზნესმენმა უილიამ დე კუნინგის ნამუშევარი „უსახელო XXV” გაყიდა, რომელიც 1977 წლითაა დათარიღებული.

ნახატი მხატვრის ნამუშევრებისთვის რეკორდულ ფასად 66.3 მლნ დოლარად გაიყიდა. ამ ნამუშევრის თავდაპირველი ღირებულება 40 მლნ დოლარი იყო.

ათი წლის წინ, 2006 წლის ნოემბერში ეს ნამუშევარი კრისტის აუქციონზე 27.1 მლნ დოლარად გაიყიდა, იმ მომენტისთვის ეს ფასი რეკორდული იყო არა მხოლოდ კუნინგისთვის, არამედ მსოფლიო ხელოვნებისთვისაც. მყიდველი ლას ვეგასელი კერძო კოლექციონერი იყო, მისგან კი ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და მას შემდეგ ნოემბრამდე მის მფლობელობაში იყო.

გასულ წელს ამავე აუქციონზე ივანიშვილმა პაბლო პიკასოს “ბიჭი ჩიბუხით” და “მწოლიარე ფიგურა საინექციო შპრიცით, ვერსია № 2” გაყიდა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები