LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა “კარგი არჩევანი გააკეთა”

48

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში „კარგი არჩევანი გააკეთა”.

 ”კარგი არჩევანი გავაკეთე. არ შეიძლება მემგონი გვარის თქმა. რა თქმა უნდა,
ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. ამ მხრივ გავაკეთე არჩევანი, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ტური აღარ უნდა ყოფილიყო.

“ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო ნაკლები. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიად დააზუსტოთ, ვინ გააყალბა და რატომ. ”ქართული ოცნების” მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველ ტურში გამარჯვება, თუმცა, რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი.
ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, კარგად იცით და, ალბათ, იქიდან მოდიოდა ესეც”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები