LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ

30

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.  სამუშაოებში გამთენიისას, 07:00 საათიდან ვერტმფრენიც ჩაერთო, რაც ღამის განმავლობაში, სიბნელის გამო, შეუძლებელი იყო.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე.

ხანძართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

ბორჯომის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები