LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის და მწვანე კონცხის ნაწილის იჯარით გადაცემა – ხმაური ბათუმის საკრებულოში

164

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები აჭარის მთავრობისთვის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის და მწვანე კონცხის ნაწილის იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავენ.

საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ ორივე მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას “ბიზნეს დეველოპმენტს” გადაეცემა.

“არ მინდა შალვა ნათელაშვილს დაემსგავსოთ,” – ასე მიმართა კრიტიკის პასუხად „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნატალია ზოიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძეს.

“მე არ მინდა, თქვენ იყოთ ადამიანი, რომელიც “მწვანე კონცხს” უკარგავს ბათუმს. ივანიშვილს კაპიკებში აჩუქეთ ბოტანიკური ბაღი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია,” – უპასუხა გიროგი კირთაძემ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლაშა სირაბიძე, კი განმარტავს, რომ კომპანია, რომელსაც მიწის ნაკვეთს გადასცემენ, ახალ საბაგიროს გააკეთებს და კონკრეტული ადგილის კეთილმოწყობას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, კონკრეტული ტერიტორიით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაც რომ იყოს დაინტერესებული, “ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები