LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკიკიო : საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს ფართე კონსესუსის შედეგად და არა საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით

77

ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა. ის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

„კარგი დისკუსია გვქონდა. მე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას კარგი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეს, ანუ ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით. მე განვაგრძობ კონსულტაციებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა საერთო საფუძველი იქნას გამოძებნილი იმისათვის, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას მნიშვნელოვანი ლეგიტიმურობა მიეცეს“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები