LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება – გიორგი კვირიკაშვილი

50

„შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ცეცხლის კერებთან მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია.

გუშინძალიან რთული ღამე იყო. გუშინდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში, ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. ასევე აქტიური ცეცხლის კერები გაიმიჯნა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1 500-მდე ცოცხალი ძალა გასულია აქტიური ცეცხლის ზონაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები