LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პრომო, სადაც ნახევარზე მეტ მონაწილეს ვერ იცნობთ (ვიდეო)

108

მალე „იმედის“ ეთერში ტელეპროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამოჩნდება. როგორც მისი გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე აღნიშნავს:

„სნობური კითხვები ხოხბებზე, ასტროლოგიაზე და ჭეშმარიტ ვარსკვლავებზე გვერდზე რო გადავდოთ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სეზონი coming soon“.

პროდიუსერმა ასეთი სტატუსი იმიტომ დაწერა, რომ როცა პრომოს ნახავთ, მიხვდებით, რომ სიტყვა ვარსკვლავი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეესაბამება, თუკი ამ სიტყვას გამოვიყენებთ იმ მნიშვნელობით, რითაც შოუბიზნესში ვიყენებთ ხოლმე – საზოგადოებაში ცნობადობის, პოპულარობის, ქარიზმისა და ტალანტის გარკვეული ნაზავი…

წელს, „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ არჩევანი ისევ შოუს ინტერნაციონალობაზე შეაჩერა, ვინაიდან აქ არიან მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოში ჩამოსული მეექვსე მემილიონე ტურისტი, ჯასპერ ბლექი, ბრაზილიელი მოდელი ანნი ბაროსი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნოდარ რევია.

ცნობილ სახეებს შორის არიან მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, მომღერლები – სოფო გელოვანი, ნუცა ბუზალაძე და მარკუს მეტრეველი. შოუში ასევე მონაწილეობს მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე. მოცეკვავეებს შორის კი სალომე ჭაჭუა, ოთო ფოლადაშვილი, რომელიც პაუზის შემდეგ შოუს დაუბრუნდა და ჯულიანა ბარ-გნარი.

შოუს მისი თაყვანისმცემლები დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან, ასე რომ, ვნახოთ, როგორი იქნება მეშვიდე სეზონი „იმედზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები