LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ კალაძის საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო მოხელის შესაძლო მონაწილეობაზე მოკვლევა დაიწყო

94

ცესკომ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო კამპანიაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაძლო მონაწილეობაზე მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, გააკეთა.

“ის ქალბატონი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სახელისა და გვარის მიხედვით, არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, არის დიდუბის 48-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თუმცა აღნიშნული ქალბატონი დანამდვილებით იღებდა თუ არა მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს არის შესაბამისად დასადასტურებელი. თქვენი სიუჟეტიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ფაქტის მოკვლევას დაიწყებს,“ – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, რუსთავი2-ში გასული სიუჟეტის კომენტარისას.

“კურიერის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. საკითხზე მომზადებულ სიუჟეტში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან შეხვედრაც არის გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები