LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანთაში ფაროსანას აღმოჩენის გამო, რუსეთმა აფხაზეთს პროდუქტების შეტანა შეუზღუდა

80

ხვალ, 12 მარტიდან რუსეთი აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას პროდუქტების შეტანაზე დროებით შეზღუდვებს უწესებს. საკარანტინო მდგომარეობა შეეხება მეტწილად ხილის და ბოსტნეულის მცირე ზომის ტვირთებს. ამის შესახებ  ინფორმაციას “ლაივპრესი” აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვების მიზეზი სანიტარული კონტროლისას მგზავრის ხელჩანთაში აზიური ფაროსანას აღმოჩენაა. გამოცემა წერს, რომ ამ გზით რუსეთი ცდილობს აირიდოს თავიდან  აზიური ფაროსანას გავრცელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები