LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ცოლის დაქალები” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

250

ერთ-ერთ სუპერმარკეტში გამოჩნდა მზა კერძი, რომელსაც აწერია “ღორჯო ყრდელზე”. ვინც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” უყურებთ, გეცოდინებათ, რომ ეს სერიალის ერთ-ერთი გმირის, ბიზნესვუმენ ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული კერძია… როგორც სერიალის შემქმნელები სპეციალურ განცხადებაში განმარტავენ, მათ სუპერმარკეტის კერძთან არანაირი შეხება არ აქვთ.

“მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით “ღორჯო ყრდელში” არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან, ბათე ჯენერალსთან და ჩვენს სერიალთან.

სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი “ღორჯო ყრდელში”, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.

შესაბამისად, ვემიჯნებით ამ სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც. 🙂” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები