LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ ტრიუმფალური დაბრუნება – „ორი სერია პანაშვიდს ვუყურეთ და არ მოგვწყინდა…“

636

„ჩემი ცოლის დაქალების“ დაბრუნება ცალსახად ტრიუმფალური გამოდგა – სოცქსელში ყოველი მეორე პოსტი მხოლოდ ამ სერიალს და იმ ორ სერიას ეძღვნებოდა, სადაც ნორა გაბისკირიას პანაშვიდებია ნაჩვენები. მეგრელების წეს-ჩვეულებები, რომლებიც სერიალშია წარმოდგენილი, ზოგ შემთხვევაში – გაზვიადებულად, ზოგან კი რეალობას შეესაბამება, სოცქსელში მთავარი სალაპარაკო თემაა. გამორჩეულად მაყურებლები ორი მსახიობის, ნანუკა გულუას (დოჩი ალიშბაია) და დათო კვირცხალიას (გრიშა კაკაჩია) სამსახიობო პერფორმანსებს აქებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობი მეგრელია და ინტერვიუებშიც აღნიშნავენ, რომ როლების შექმნისას მათ თავიანთი გამოცდილება ამ მხრივ ძალიან დაეხმარათ. დოჩი ალიშბაიას მეგრული მონოლოგი 5000-იან კაციან ქელეხზე ინტერნეტჰიტი გახდა. ასევე სიურპრიზი გამოდგა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის დაბრუნება, რომელიც ახალ სეზონში მღვდელი იქნება. როგორც ბახვა ბრეგვაძე აღნიშნავს „ფეისბუქზე“, სადაც გიორგი ბახუტაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა გადაღებიდან, მღვდლის პერსონაჟი გაცილებით ადრე იყო ჩაფიქრებული, ვიდრე „ციანიდის“ ამბები მოხდებოდა.

ვნახოთ, როგორ ეხმაურება მაყურებელი „ჩცდ“-ს მორიგ ორ სერიას.

„ორი სერია პანაშვიდს ვუყურეთ და არ მოგვწყინდა, ასეთი არაფერი გამიგია“

„ნამდვილად გადაფარა სოფო ბედიას ქმრის დუტის ჟილეტის თემა! ბრავო! ბატონი დათო კვირცხალია უმაგრესი მსახიობი და მონოლოგი! დოჩი! სასწაული გოგო! ნორა გაბისკირია „ტრადიციების“ წინააღმდეგ! მამა ცოტნე ჯიპით….“

„ცოტნემ „ბარსაზე“ მაგარი ქამბექი დადო“

„დაბადებიდან მეგრელი ვარ და არასდროს მქონია კილო! ამ სერიალის ყურებამ ამკიდა“

„ორი კუბო მაგარი იყო, ახალ წელ-შობასავით“.

„ჩემს ოჯახში ბებიაჩემის საკურთხზე ნორა გაბისკირიას სულიც ახსენეს, დდდ“

„მეგრელი გოგო გამარჯობას თუ გეტყვით, დაარტყით და გაიქეცით“.

„იმდენი ხანი უყურე ნორას გასვენებას და ისე ჩავერთე როლებში, ორმოცამდე კაციშვილი ვერ გამხდის შავებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები