LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეა მზად არის ბირთვულ იარაღზე უარი თქვას

104

ჩრდილოეთ კორეა  მზად არის შეწყვიტოს ბირთვული იარაღის გამოცდა და განიარაღება დაიწყოს, თუ ვაშინგტონი ფხენიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times  სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებზე  დაყრდნობით ავრცელებს. The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს, კიმ ჩენ ინი მზადაა, ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერების საკითხზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება დაიწყოს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორესი პრეზიდენტის, მუნ ჩე ინიც შეხვედრაც იგეგმება, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის პირველი პირის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა , დონალდ ტრამპი “ტვიტერში” წერს, რომ ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების სავარაუდო პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს.

“პირველად მრავალი წლის განმავლობაში ყველა დაინტერესებული მხარე ძალისხმევას არ იშურებს. მსოფლიო თვალს ადევნებს და ელოდება! შესაძლოა ცრუ იმედი აღმოჩნდეს, მაგრამ აშშ მზადა ყველა მიმართულებით იმოქმედოს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები