LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეაში ჩვენი მიზანი ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაა – დონალდ ტრამპი

30

„ჩრდილოეთ კორეა აშშსა და მის მოკავშირეებს განადგურებით ემუქრება, მაგრამ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ დაუშვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკელ სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩრდილოეთ კორეაში ჩვენი მიზანი ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს დიქტატურა ჩვენს ქვეყანას ან ჩვენს მოკავშირეებს დაემუქროს,“ – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ტრამპის თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას.

„ჩვენ იმას გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც საჭიროა, რათა ეს სცენარი არ დავუშვათ. თუ საჭირო იქნება, ეს გაკეთდება, დამიჯერეთ,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამის გამო განვითარდა. ივლისში ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების ორი გამოცდა ჩაატარა, ხოლო 3 სექტემბერს წყალბადის ბომბის წარმატებული გაშვების შესახებ გამოაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები