LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღებას არ ვაპირებთ – გრიგორი კარასინი

82

“ჩვენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღებას არ ვაპირებთ,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა,  „კომერსანტის“ რუსულ გამოცემასთან განაცხადა და დასძინა, რომ  „მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა“.

„დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა. თბილისის აზრით, ამ ურთიერთობების აღდგენის პირობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღება უნდა გახდეს. ჩვენ ამაზე არ წავალთ. მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ამ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობებს ვაყალიბებთ, როგორც მოკავშირეებთან. როგორც კი საქართველო ახალი რეალიების გათვალისწინებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის იქნება მზად, ჩვენი მხრიდან ამას დაუყონებლივი პოზიტიური რეაქცია მოჰყვება,“  – განაცხადა კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები