LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება – იან კელი

55

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის შესახებ.

იან კელის თქმით, იგი იენს სტოლტენბერგის აღნიშნულ განცხადებას არ გასცნობია, თუმცა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას სრულად შეესაბამება.

”ჩვენ თანმიმდევრულად ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, საქართველოში აგვისტოში ვიზიტისას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის ამისთვის საჭირო,” – განაცხადა იან კელიმ. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრების მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები