LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუკი მექსიკა ამის სურვილს გამოთქვამს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

85

მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. მექსიკელ ხალხის მიმართ თანაგრძნობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე გამოხატა.

Twitter-ის საშუალებით დონალდ ტრამპმა მექსიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა.

დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

„ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუკი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამის სურვილს გამოთქვამს,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თანადგომა გამოუცხადა და მექსიკელ ხალხს ურთიერთთანადგომისკენ მოუწოდა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები