LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხვრის ხორცის გაზრდილი ექსპორტი და ცხვრის ტყავის სამომავლო პერსპექტივა

174

საქართველოდან ცხვრის ხორცის ექსპორტი 29-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა სააგენტო GBC-ს განუცხადა. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან ცხვირს შემოყვანის და ექსპორტზე ქართულის სახელით გაყვანის აკრძალვა, დარგზე დადებითად აისახა: გაზრდილია ცხვირისა და ცხვრის ხორცის საექსპორტო გაყიდვები.

ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ბაზარი ღიაა და ფასებიც კონკურენტული, შედეგად 1 ცხვრის ფასი 140-180 ლარის ფარგლებშია. „რა თქმა უნდა არის პატარ-პატარა პრობლემები, რაზეც ვმუშაობთ, თუმცა მდგომარეობა წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებულია“, – აღნიშნა გონაშვილმა.

მისი თქმით, ქართული ცხვრისთვის კვლავ დახურულია იორდანია, თუმცა გაზრდილია მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან, სადაც  ცხვარი ძირითადად დაკლული სახით გადის.

ამასთან, გონაშვილმა GBC-სთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ მეცხვარეებს ჩინეთში ცხვრის ტყავის ექსპორტის დაწყება სურთ. როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ეს შესაძლებლობა ქართულ მხარეს, საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების ძალაში შესვლის შემდეგ გაეხსნება და მეცხვარეებისთვის დამატებითი შემოსავალი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები