LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრუ ჩვენების დადგენა მარტივი საკითხი არ არის – ანრი ოხანაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე

68

„ცრუ ჩვენების დადგენა მარტივი საკითხი არ არის, ამ ყველაფერს შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება, რაც ფაქტია, რომ ამ საქმეში არსებობს,“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, შესაბამისად იმისთვის, რომ პირს ბრალი წარედგინოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს, რასაც ინტენსიური მუშაობა სჭირდებოდა.

„ცრუ ჩვენების დადგენა მარტივი საკითხი არ არის, ამ ყველაფერს შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება, რაც ფაქტია, რომ ამ საქმეში არსებობს. არ ვიცნობ დეტალებს, რომელ ჩვენებებზეა საუბარი, თუმცა, როდესაც პირისთვის ბრალის წაყენება ხდება, საჭიროა შეჯერებული მტკიცებულებები,“ – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, მუშაობა გრძელდება საგამოძიებო კომისიაშიც.  მომდევნო კვირაში კომისია ძირითადი მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ჩვენებები შეჯერდება.

„თუ  მივალთ დასკვნამდე,  რომ არსებობს ეჭვები და აუცილებელია კონკრეტულ პირთან მიმართებაში გამოძიების დაწყება შესაძლოა, რეკომენდაცია გავცეთ,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, „ევროპულმა საქართველომ“ იჩქარა, როდესაც როდესაც მ.კ.-ს შესახებ რეკომენდაცია გასცა. მისი თქმით, ასეთი პასუხებისთვის შეჯერებული მტკიცებულებების საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით გუშინ არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა, რომელსაც დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

პოპულალურები