LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუდი ამბავი სელფის მოყვარულებისთვის

77

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებს სელფის მოყვარულებისთვის ცუდი ინფორმაცია აქვთ. მათი განცხადებით, “თქვენ იმდენად მიმზიდველი არ ხართ, როგორც ფიქრობთ.” ახალი კვლევის მიხედვით, სელფის მოყვარული ადამიანი ნარცისი და პატივმოყვარეა. ასევე, ამ ადამიანს საკუთარ გარეგნობაზე დამახინჯებული შეხედულება აქვთ. როგორც მკვლევარები აცხადებენ, მუდმივად სელფის გადაღება გამომდინარეობს ეგოს დაკმაყოფილების ძლიერი სურვილით. სელფის მოყვარულებს სურთ ხშირად მიიღონ კომპლიმენტები და ამით აიმაღლონ თვითშეფასება, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან გადაჭარბებულია.

მეცნიერების აზრით, თუ ფეისბუქზე “ტუჩებდაბერილ” სელფის ხშირად აქვეყნებთ, ამით ადამიანებს აფიქრებინებთ, რომ რეალურად არც ისე მიმხიდველი ხართ და ამ გზით ცდილობთ თავის გამოჩენას. მათი რეკომენდაციის მიხედვით, კარგად დაფიქრდით სანამ ფოტოს ატვირთავთ. სასურველია სელფისგან თავი შეიკავოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები