LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დ.ღ. ზაზა სარალიძესთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სარალიძემ სთხოვა, საუბარი მათ შორის დარჩენილიყო – ადვოკატი

36

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უარყოფს ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. თუმცა, ადვოკატის თქმით, სარალიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სთხოვა, ეს საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, დ.ღ-მ ზაზა სარალიძის თხოვნა გაითვალისწინა და სასამართლოსთვის ამაზე არაფერი უთქვამს. თუმცა ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა სასამართლოზე ჩვენება მ.კ-სთან დაკავშირებით, მარიამ პაპოშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში დ.ღ-ს ჩვენება მისთვის ცნობილი არ არის.

„სასამართლოში ჩვენება ჩემთვის ცნობილი არ არის, მე იქ არ ვმონაწილეობდი, აქ მხოლოდ ბრალის წარდგენას დავესწარი. მასალები ჯერ კიდევ არ გადმოუციათ და დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ცრუ ჩვენებაზე დადგენილება ბრალდებამ გამოიტანა, მაგრამ ჯერ ჩვენ ამისთვის მტკიცებულებები არ გვაქვს და არ არსებობს,“ – განაცხადა ადვოკატმა.

2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა  დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები