LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დალშე ჟივი ბრატ!” – აფხაზი და ოსი მფრინავების ემოციური ისტორია

199

აეროპორტის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი მიშა ანდღულაძე სოციალურ ქსელში ყვება ისტორია, რომელიც 12 წლის წინ მოისმინა.

როგორც მიშა ანდღულაძე ამბობს, ჩვენ, აფხაზებმა და ოსებმაც ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: “ჩვენ ერთმანეთის ისტორიული, მოსისხლე მტრები ვართ თუ ბედის უკუღმართობით და მტრების მონდომებით ჭკუაარეული, ერთმანეთს წაკიდებული კეთილი მეზობლები და ძმები?!!! ამას რომ გავცმთ პასუხს, საშველიც მერე იქნება”.

აფხაზეთის ომის დროს, ჰაერში მომხდარი ინციდენტი, ამ კითხვაზე პასუხს თავად სცემს:

“ერთი ამბავი მინდა მოვყვე. 12 წლის წინ მომიყვნენ და ეხლა მომინდა დაწერა. არ დაიზაროთ წაკითხვა, საინტერესო ამბავია.

ერთი პერიოდი (სულ რაღაც 2 წელი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსპოტრის სამსახურის უფროსი ვიყავი და მაშინ მომიყვნენ აეროპორტში ეს ამბავი:

– კომუნისტების დროს, თბილისი, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის აეროპორტები საქართველოს აეროპორტები იყო ყველა და მფრინავები ყველა ერთმანეთს კარგათ იცნობდნენ. თბილისი აეროპორტში პილოტი იყო, ოსი, გაზაევი, გაზაკა. სოხუმის აეროპორტში სლავა ეშბა. ამბობენ, უბალო აფხაზი ვაჟკაცი და კაცური კაციო.

მოკლედ აირია 90 იანებში ქვეყანა, დაიწყო ააფხაზეთის ომი. თბილისელი პილოტები ქართულ ჯარს ეხმარებიან, დააფრენენ ბაბუშერაში, სლავა ეშბა კი აფხაზური საჰაერო ძალების სარდალი გახდა და აფხაზების მხარეს იბრძვის. 1993 წლის ადრე გაზაფხულია. ბაბუშერადან ტუ 134 აფრინდა დაჭრილებით და თბილისში დამბრუნებელი ჯარისკაცებით გადატენილი. პილოტი ზუსტად ის ოსი გაზაკაა, გაზაევი. ძალიან თავისებური, სპეციფიური ხმა აქვს გაზაკასო, ამობებენ. აფრენიდან რამოდენიმე წუთში თვითმფრინავის რადარმა დააფიქსირა კუდის მხრიდან მისკენ მოძრავი მფრინავი ობიექტი. მიახლოების სიჩქარით მიხვდა გაზაკა რომ სამხედრო თვითმფრინავია და თან აფხაზური ან რუსული, რადგან ახლომახლო ქართული თვითმფრინავი არაა, ზუსტად იცის. თბილისს გადმოსცა, უკნიდან სამხედრო თვითმფრინავი მიახლოვდება და ალბათ ჩამოგვაგდებსო. ტუ 134 ერთ ერთი ყველაზე ცუდი მანიოვრის მქონე თვითმფრინაავია და გაექცე სამხედრო თვითმფრინავს, ან რაიმე მანიოვრით აიცილო ნასროლი რაკეტა ან სწრაფმსროლი ავია ზარბაზნის ნაღმები, წარმოუდგენელია. მოკლედ გადარჩენის შანსი ნულის ტოლია. მორჩა გაზაკა თბილისზე ინფორმაციის მიწოდებას და მის სიხშირეზე უცხო ხმა ერთვება და ეკითხება– გაზაკ, ბრატ, ეტა ტი? გაზაკას უთქვია, ჯერ ვიფიქრე შიშისგან მეჩვენებაო, მაგრამ უცნობმა გაუმეორა შეკითხვა.

– და ეტა ია, უპასუხა გაზაკამ გაკვირვებულმა და დაბნეულმა.

–ეტა ია, სლავა ეშბა. გაისმა ყურსასმენში.

–პრივეტ სლავა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მიესალმა გაზაკა დაბნეული.

–პრივეტ! ვოტ ი სვიძელის ბრატ! პასუხობს აფხაზი.

–პრივეტ ბრატ! პრივეტ! ი ჩტო დალშე? უპასუხა გაზაკამ და უარესისთვის გამეზადა.

– დალშე? დალშე ნიჩევო!! დალშე ჟივი ბრატ! ჟივი! უპასუხა აშბამ, ტუ134 ქვევიდან, მუცლის ქვეშ ამოუფრინა დიდი სიჩქარით, გაასწრო, მერე სიმაღლე აკრიფა, მარცხენა ვირაჟით წრე მოხაზა და უკან, სოხუმისკენ გაფრინდა. რაციაც დადუმდა”, – წერს მიშა ანდღულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები