LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამწვრობის ცენტრს პირველი ივნისიდან დღემდე 35-მა პაციენტმა მიმართა

85

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს პირველი ივნისიდან დღემდე 35-მა პაციენტმა მიმართა. ცენტრში განმარტავენ, რომ მზისგან დამწვრობის სხვადასხვა სახის შემთხვევები დაფიქსირდა. 35 პაციენტიდან ექვსს მკურნალობა ჰოსპიტალში დასჭირდა. ყველა მათგანი სახლში უკვე გაწერეს.

„ბოლო პაციენტი დღეს გავწერეთ. 35 მომართვიდან მკურნალობა ექვსს დასჭირდა. მათი ასაკი 14-დან 22 წლამდე მერყეობს. გავეცით რეკომენდაციები. რაც შეეხება ლეღვის ნახარშს, წელს ერთი შემთხვევა გვქონდა, თუმცა პაციენტმა ნახარში გამოიყენა სამკურნალო მიზნებისთვის. ახლობელმა ურჩია „პადაგრის“ მოშორების მიზნით და მივიღეთ სავალალო შედეგი. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ლეღვის ნახარში არც რუჯისთვის და არც სამკურნალოდ არ გამოიყენონ,“ – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები