LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარწმუნებული იყავით, რომ ვიზალიბერალიზაციას მიიღებთ” – დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა

35

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრეს მამიკინსი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტართა უმრავლესობა დღეს კენჭისყრაზე ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს.

ამის შესახებ, ანდრეს მამიკინსმა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპის პარლამენტის უმრავლესობა ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს იმიტომ, რომ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ასევე, ყველამ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ევროკავშირის შიგნით, იმიტომ, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან კარგი ურთიერთობით, დაინტერესებულები ვართ ქართველი ტურისტებით და რა თქმა უნდა, მზად ვართ, დასასვენებლად წავიდეთ თბილისში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში“, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.


საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გარდა, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.


ევროპარლამენტის მომხსენებელთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

ევროპის პარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები