LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა ლაზარიშვილის სიმღერას „Hotvocals“-ზე 600 000-მდე ნახვა დაუგროვდა

99

დათუნა ლაზარიშვილის ქართულ „იქს ფაქტორში“ გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. 12 წლის მომღერალმა, რომელსაც ბრწყინვალე ვოკალური მონაცემები აქვს, მუსიკალური კონკურსის ჟიური გადარია. „რუსთავი 2“-ის დირექტორი მას პირველი შესრულებისას სცენაზე აეჭრა და დათუნა ხელში აიტაცა. პატარა მომღერალმა შესარჩევ ტურზე აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე მაიკლ ჯეკსონის სიმღერა „Earth Song“ შეასრულა და მაყურებლის აღფრთოვანებაც დაიმსახურა. შემდეგი მისი პერფორმანსებიც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. დათუნა პიანისტ ბექა გოჩიაშვილის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა და მასთან თანამშრომლობაც დაიგეგმა.

ახლახან კი დათუნა უცხოური მუსიკალური გვერდის, Hotvocals „ინსტაგრამის“ გვერდზე აღმოჩნდა – ვიდეოს ასეთი მინაწერი აქვს: „უბრალოდ, მოუსმინეთ ამ 12 წლის ბიჭუნას“. დათუნას ამ ნამღერს ორ კვირაში 600 000-მდე ადამიანმა უყურა. კომენტარები ცხადყოფს, რომ მომღერალმა უამრავი ახალი თაყვანისმცემელი შეიძინა.

კომენტარები კი შემდეგნარია:

„მეც ჩავიხუტებდი მას“

„მაიკლ ჯეკსონის სიმღერის ამ ქავერმა დამიმონა“

„ერთ წუთში მისმა ნამღერმა ამატირა…“

15174658_10209864680306760_886502666_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები