LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია რჩება ჩვენს გუნდში – გიორგი კვირიკაშვილი

39

“დავით ნარმანია რჩება ჩვენს გუნდში, რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილმა დედაქალაქის ყოფილ მერს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ნარმანია ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს. ახალი თბილოსის პროექტი, სადაც 51 შენობა არა ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა, სრულიად ახალაშენებული ჰესები, კრწანისი-ტაბახმელას გზა, სრულიად ახლად რეაბილიტირებული რამდენიმე გამზირი, პეკინის გამზირი, ეს არის დახურული ბაღების ნაცვლად სრულიად ახალი ბაღები, ეკოლოგიურად სუფთა ახალი კომფორტული ტრანსპორტი. მინდა, მადლიბა გადავუხადო მას და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო. რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით და სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის. ყველაზე მეტად კახის წარმატება დავითს გაუხარდება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები