LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძის მამა იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი ოჯახის მოსაზრებებს გაითვალისწინებს

38

ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამას იმედი აქვს, რომ მთავარი პროკურორი ოჯახის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

სარალიძე მთავარ პროკურორთან დაგეგმილ  ხვალინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

“წინასწარ ვერაფერს გეტყვით რა მოხდება, მაგრამ თუ იმ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, რომ დამნაშავე პირები დაისაჯონ, ვინც იდენტიფიცირებულია არა მხოლოდ გამოძიების მიერ, არამედ ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციებიდან, მაშინ ამ შეხვედრას აზრიც არ აქვს. მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ რაღაც მოსაზრებას გაიზიარებს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა სარალიძემ.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხვალ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს შეხვდება, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

მათი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში. შესაბამისად, კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები