LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილის ახალი ცენტრისტული პოლიკური მოძრაობა – ვინ არიან ყოფილი “რესპუბლიკელის” გუნდში

43

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობა“ და ახალი გუნდი წარადგინა.პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლებს შორის არიან სააჯრო მოხელეები, ექიმები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. სადამფუძნებლო გუნდში 28 ადამიანია, მათ შორის – ყოფილი „ფორუმელები“ რეზო შავიშვილი და კახა შარტავა, ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ხეჩინაშვილი და ფიზიკოსი ლევან აბაშიძე.

პოლიტიკური მოძრაობა ცენტრისტული ხასიათის იქნება და როგორც დამფუძნებლები აცხადებენ,  ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ახალი თაობის ახლებური აზროვნების და პროფესიონალების მოსვლას.

დავით უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური მოძრაობის ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს მშენებლობაა, რომელიც ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ევროატლანტიკურ თანამშრომლობას დაეფუძნება.

„შენების მოძრაობის“ საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასაც გეგმავენ.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ახალი პოლიტიკური მოძრაობა საზოგადოებას კანდიდატებს  ივლისის დასაწყისში წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები