LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემურ სტურუას გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა თანამდებობა დატოვა

50

სამტრედიაში, დემურ სტურუას გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. შსს ინფორმაციით,  დემურ სტურუას თვიმთმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილ.  გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები