LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემი დედოფალ ელისაბედს ესტუმრა

40

დევიდ ბექჰემი დედოფალ ელისაბედს შეხვდა. ამჯერად სპორტსმენი ბუკინგემის სასახლეში ახალგაზრდა ლიდერების დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მივიდა.

ბექჰემი დედოფალს დაეხმარა დაეჯილდოებინა 60 ახალგაზრდა 18-დან 29 წლამდე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის.

ღონისძიების დაწყებამდე დევიდ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ განათავსა ფოტო, რომელიც გასულ წელს ამავე დაჯილდოებაზე არის გადაღებული.

„ველოდები ღონისძიების დაწყებას, რომ შევხვდე ახალგაზრდა ლიდერებს ელისაბედ მეორესთან ერთად. უკვე მეორე წელია, მონაწილეობას ვიღებ პროგრამაში და ყოველ ჯერზე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ეს ახალგაზრდები მთელი მსოფლიოსთვის გასაოცარ პროექტებს ქმნიან,“ – აცხადებს ბექჰემი.

ცერემონიას პრინცი ჰარიც ესწრებოდა.

„ცხოვრების მანძილზე ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი, თუმცა დედოფალი ჩემთვის პირველ ადგილზეა. მეც, როგორც სხვებს, მიმაჩნია, რომ მისი მაგალითი აუცილებლად გასათვალისწინებელია. დედოფალი ელისაბედი ჩემთვის იდეალია,“ – აღნიშნა ჰარიმ.

3599A55000000578-3656973-image-a-34_1466713911020~ 3599AA5F00000578-3656973-image-a-4_1466712083424~ 3599B40D00000578-3656973-image-a-28_1466712666740~ 3599B38900000578-3656973-image-a-32_1466712854113~ 3599BC3900000578-3656973-image-a-27_1466712626239~ 3599BE0700000578-3656973-image-a-37_1466713956970~ 35992A4000000578-3656973-image-a-38_1466708023178~ 3599291A00000578-3656973-image-a-37_1466707778599~ 3599061100000578-3656973-image-m-3_1466709117211

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები