LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს დადასტურდა, რომ არჩილის ცხედარი როსტოვშია”

56

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ წერს.

მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ცხედარი როსტოვში, რუსეთის შსს-ს კრიმინალისტიკურ ინსტიტუტშია.

ქაცარავა ამბობს, რომ მის ცხედარს არ დააბრუნებენ, სანამ მათი სამი მიცვალებული არ დაბრუნდება.

“2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მიერ სადისტურად მოკლული არჩილ ტატუნაშვილი გადასვენებული იყო რუსეთში. ამის შემდეგ იყო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არჩილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.

დღეს დადასტურდა, რომ არჩილი როსტოვშია , რუსეთის შსს კრიმინალისტიკურ ინსტიტუტში.

შესაბამისად, დღეს ამოწურული 48 საათის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილი არც დღეს და არც ხვალ არ იქნება გადმოსვენებული მის ოჯახში.

აქვე მსურს გაჩვენოთ სპეციალურად შექმნილი ოსური ან რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი პროფილი, რომელზე ატვირთულია გზავნილი, სადაც გვეუბნებიან რომ არჩილს არ დააბრუნებენ, მანამ სანამ მათი 3 მიცვალებული არ დაბრუნდება!

მე მივეცი სიტყვა არჩილის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, რომ ბოლომდე დავუდგები ოჯახს მის წმინდა ბრძოლაში!

მე ველოდები არჩილის ოჯახის გადაწყვეტილებას შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით!!!!

მოგიწოდებთ ყველას, არ მივცეთ საშუალება დავიწყებას მიეცეს ეს მკვლელობა, ეს შეურაცხყოფა და რუსი ოკუპანტების, ჯალათების მორიგი ქმედება, რომელიც ჩვენი როგორც ერის საბოლოო განადგურებას ემსახურება!!!!!

ძალა ერთობაშია!!!!!”, – წერს დავით ქაცარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები